შპს რუსთავის აკადემიური ქალაქის სამედიცინო კოლეჯის მისიაა კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების საფუძველზე უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურება ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალისტების მომზადებას, როგორც რეგიონულ დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით.
შპს რუსთავის აკადემიური ქალაქის სამედიცინო კოლეჯის ხედვაა 2032 წლისთვის დაიმკვიდროს პოზიცია, როგორც ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულებით წამყვანმა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომელიც თანამედროვე სტანდარტების, სწავლების მაღალი ხარისხისა და ინოვაციური მიდგომების საფუძველზე ამზადებს შრომის ბაზრის მოთხოვნად, მაღალკვალიფიციურ და კონკურენტუნარიან სპეციალისტებს.
გუნდურობა
ეთიკურობა
თანადგომა
პასუხისმგებლობა
პროფესიონალიზმი